ჩეხეთის მოქალაქეებს, მუდმივი ცხოვრების და გრძლვადიანი ცხოვრების უფლების მქონე პირებს შეუძლით იმგზავრონ:
მწვანე ზონა
მწვანე ზონის ქვეყნებში შედის საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, გერმანია, ავსტრია, სლოვაკეთი, სლოვენია, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, შვეიცარია, ფინეთი, ნორვეგია, კვიპროსი და ისლანდია.
ჩეხეთიდან ამ ქვეყნებში გამგზავრებულ ხალხს კორნავირუსზე ნეგატიური ტესტის ჩვენება არ მოუწევთ. ანალოგიურად, ამ ქვეყნებიდან ჩეხეთში ჩამოსულ ტურისტებსაც არ სჭირდებათ ასეთი ტესტი.
ყვითელი ზონა
ყვითელ ზონაში შედის ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, მალტა, ირლანდია, ბელგია, ნიდერლანდები ან დანია.
ამ ქვეყნებშიც მგზავრობისას, ჩეხებს არ სჭირდებათ თან იქონიონ კოვიდ-19-ის ნეგატიური ტესტი. ამქვეყნებიდან ჩეხეთში ჩამოსულ ტურისტებისათვის ასეთი ტესტის არსებობა აუცილებელია.
წითელი ზონა
ამჟამად ამ ზონაში ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ დიდი ბრიტანეთი და შვედეთი იმყოფება. ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ ჩეხებს 2 კირიანი კარანტინის გავლა, ან ნეგატიური ტესტის წარდგენა.
ჩეხეთის მთავრობამ გააუქმა საცურაო აუზებსა თუ პარკებში სახის დამცავი ნიღბების ტარება.
”ჩვენ გავაუქმეთ აუზებში ნიღბების ტარება, ეს აუცილებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი იქნება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.” – ჯანდაცვის მინისტრი ადამ ვოიტეხი