შეზღუდვები ადამიანთა გადაადგილებაზე
- აკრძალულია 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება შენობაში და გარეთ.
- მოძრაობა აკრძალულია 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.
- აკრძალულია ალკოჰოლის მიღება საზოგადოებრივ ადგილებში.
მაღაზიები და მომსახურება
- ყველა მაღაზია ღიაა.
- დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ზომები, ანუ მანძილი და მაქსიმუმ 1 მომხმარებელი 15 კვადრატულ მეტრზე.
- მაღაზიები გაღებული იქნება კვირა დღეს.
- იკეტება საშობაო და სახელმწიფო დღესასწაულებზე.
- ნაძვის ხეების გაყიდვა ნებადართულია ღია ბაზარზე. ბაზრობაზე ნებადართულია მხოლოდ პროდუქციის გაყიდვა, მაგრამ მათი მოხმარება ადგილზე აკრძალულია.
- საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და სოლარიუმები ღიაა.
- აუზები, ფიტნესისა და ველნესი ცენტრები დაკეტილია.
რესტორნები და სასტუმროები
- დაკეტილია რესტორნები და კვების სხვა დაწესებულებები.
- რესტორნებში გაყიდვები მხოლოდ ფანჯრიდან 23:00 საათამდე.
- არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა მატი დაუყოვნებლივ მოხმარებისთვის.
- სასტუმროები დაკეტილია.
- კაზინო დაკეტილია.
ქორწილები და პანაშვიდები
- 20-მდე ადამიანს შეუძლია დაესწროს ქორწილებსა და პანაშვიდებს.
- ეკლესიების შევსება შესაძლებელია მხოლოდ 20 პროცენტით.
მოხუცთა თავშესაფრების მონახულება
- ნებადართულია ვიზიტები.
- ვიტორებმა უნდა გაიარონ ტესტირება.
- სტუმრებმა უნდა ატარონ რესპირატორი.
სპორტი
- დაიხურება სამოყვარულო სპორტის დახურული სპორტული მოედნები.
- ექვს კაციან ჯგუფებს შეუძლიათ ვარჯიშობა გარეთ.
- სათხილამურო კურორტები შეიძლება ღია იყოს.
მუზეუმები და გალერეები
- მუზეუმები, გალერეები, გამოფენები, ბაზრობები ან ციხესიმაგრეები დაიხურება.
- ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები დაიხურება.