მომსახურება, სასტუმრო, რესტორნები და ბარები, მასობრივი ღონისძიებები, ქორწილები და დაკრძალვები:
- რესტორნებში ან სერვისებში ვიზიტისას ან მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობას დასჭირდება დასრულებული ვაქცინაციის სერთიფიკატი ან დაავადების დადასტურება ბოლო 180 დღის განმავლობაში. ანტიგენური და არც PCR ტესტები არ იქნება საკმარისი ინფექციურობის დასადასტურებლად.
- ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ ადამიანებს მოუწევთ ინფექციურობის დასადასტურებლად გარდა პირველი დოზის მტკიცებულებისა, უარყოფითი PCR ტესტიწარდგენა.
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებს არ სჭირდებათ დამატებითი დადასტურების წარდგენა.
უფასო PCR ტესტები:
- ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მიზეზების გამო ვაქცინაცინის მიღება არ შეუძლიათ და იმათ ვინც მხოლოდ ვაქცინის პირველი დოზა აქვთ მიღებული, თვეში ექნებათ 5 PCR ტესტი (მოქმედების ვადა სამი დღის განმავლობაში) უფასოდ.
- სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს თვეში ორი უფასო PCR ტესტის უფლება აქვთ.
რეკომენდაცია:
- დაიცავით თავი პირბადეებით და რესპირატორებით, თუნდაც გარეთ.
- მოერიდეთ მასობრივ ღონისძიებებს და ადამიანთა დიდი კონცენტრაციის მქონე ადგილებს.
- თუ თქვენ გაქვთ დაავადების სიმპტომები, ნუ ივლით ხალხში, მიმართეთ ექიმს. შეავსეთ ბოლო დღეებში თქვენი მოძრაობის და ფორმა.
- ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.