1. 5. 2019

ჩეხეთი – წარმოებაში მუშის საშუალო ხელფასი

ჩეხეთი ხელფასიხელფასი ჩეხეთში: პროფესიის გარეშე მუშის საშუალო ხელფასი.
ჩეხეთში არსებობს 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის საწყისი ბრუტტო-ხელფასი 18 000 კრონი (დაახლოებით 2100 ლარი). ეს ის თანხაა, რომელიც შედის შრომით ხელშეკრულებაში.
ზემოთაღნიშნული ხელფასიდან გამომიდნარე, სოციალური, ჯამრთელობის დაზღვევის და საგადასახდო დეპოზიტის გამოკლების შემდგომ, ნეტტო-ხელფასის (ხელზე ასაღები) რაოდენობა 14 460 კრონს (დაახლოებით 1680 ლარი) შეადგენს.
ჩეხეთში არესებობს, ასევე, სუპერ ბრუტტო-ხელფასი (ზემოთ აღნიშნული ხელფასიდან გამომდინარე 24 200 კრონი), რომელიც მუშაკს არ ეხება, საიდანაც იხდის დამსაქმებელი საშემოსავლო, სოციალურ და მუშაკის ჯამრთელობის დაზღვევის ნაწილს.

3 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ, როგორც წესი, ბრუტო-ხელფასი იზრდება და საშაულოდ ადის 22-24 000 კრონამდე (2550-2800 ლარი). მომატება მაქსიმუმამდე არ ხდება ავტომატურად და გარკვეულ პერიოდს მოიცავს.
სამსახურიდან გამომდინარე, დანამატები ზედმეტ საათებზე 25%, ღამის სამუშაოზე 10%, შაბათი 20%, კვირა 50% და შესაძლებელია, პრემიები 0-3 000 კრონამდე (0-345 ლარი). პრემიები დამსაქმებელზეა დამოკიდებული.
საუშაოზე ზედმეტი საათების რაოდენობა ჩეხეთში კანონითაა შეზღუდული, მაქსიმუმ 150 საათი ერთ კალენდარული წლის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, არესობს სხვა სახელფასო კატეგორიებიც, მაგალითად, მაღალი ხელფასებია საავტომობილო ქარხნებში სადაც საშუალო თვიური ხელფასი აღწევს 40 557 კრონს (დაახლოებით 4500 ლარი).
სპეციალობებიდან გამომდინარე, მაგალითისთვის ტრაქტორისტები და ექსკავატორის მუშების ხელფასი საშუალოდ 28-30 000 კრონს (დაახლოებით 3300-3400 ლარი) აღწევს.

როგორც წესი, ჩეხეთში უცხოელების დასაქმება, დამსაქმებელი სააგენტოების მეშვეობით ხდება. ზოგიერთი დამსაქმებელი სააგენტო მუშებს ბინის ქირის თანხას უხდის (საშუალოდ 4-5 000 კრონი (500-570 ლარი), საუბარია საერთო საცხოვრებლზე, სადაც ერთ ოთახში 2 ან 4 ადამიანი ცხოვრობს. არაა გამორიცხული დაქირავებული ბინაც, სადაც მაცხოვრებლთა რაოდენობა ნაკლებია.

ტრანსპორტი – დამსაქმებელი სააგენტოების დიდი ნაწილი მუშების სამსახურში მიყვანს უზრუნველყოფს.

დამსაქმებელი სააგენტოდან მომუშავე მუშისა და ქარხნაში მუდმივად მომუშავე ადგილობრივი მუშის ხელფასი კანონით თანაბარი უნდა იყოს.

ხელფასის რაოდენობა შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული ჩეხეთის რეგიონების მიხედვით. მაგალითისთვის პრაღაში ხელფასები, სხვა რეგიოენბთან შედარებით მეტია, მაგრამ აქედან გამომდინარე ხარჯების რაოდენობაც გაცილებით დიდია.

Text Widget

Aliquam erat volutpat. Class aptent taciti sociosqu ad litora torquent per conubia nostra, per inceptos himenaeos. Integer sit amet lacinia turpis. Nunc euismod lacus sit amet purus euismod placerat? Integer gravida imperdiet tincidunt. Vivamus convallis dolor ultricies tellus consequat, in tempor tortor facilisis! Etiam et enim magna.