28.3.2021 – განახლება!
ჩეხეთის სტატისტიკის სამსახური აგრძელებს Online აღწერის შესაძლებლობას 11.5.2021-ე
აღწერა იწყება შუაღამისას პარასკევიდან 26.3.2021 შაბათზე 27.3.2021.
9.4.2021 წლის პარასკევამდე, შესაძლებელი იქნება Online აღწერის ფორმის შევსება.
ვინც ამ ორი კვირის განმავლობაში Online ფორმას არ შეავსებს, უნდა ამობეჭდოს და შეავსოს ნაბეჭდი ფორმა, ვადა 4.17.2021-ან 5.11.2021-ე.
ფორმის ნახვა შეგიძლიათ scitani.cz ვებსაიტზე ან Sčítání2021 მობილური აპლიკაციაში. ფორმის შესავსებად, უნდა მიუთითოთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, როგორიცაა პირადობის მოწმობა ან პასპორტი და თქვენი დაბადების თარიღი.
აღწერაში შეგიძლიათ მიუთითოთ რეალური საცხოვრებელ ადგილზე, ანუ აუცილებლი არა ეს იყოს თქვენი მუდმივი მისამართი.
ფორმა ასევე შესაძლებელაი შეავსოს ერთმა ოჯახსი წევრმა სადაც მიუთითებს სხვა ოჯახის წევრებსაც.
აღწერა სავალდებულოა კანონის შესაბამისად 332/2020. მოსახლეობის, საცხოვრებლისა და საცხოვრებლის აღწერის შესახებ 2021 წელი. ყველა პირს, რომელთაც 90 დღეზე მეტი აქვთ მუდმივი ან დროებითი ბინადრობის უფლება და პირები, რომლებსაც აქვთ თავშესაფარი (ან დროებითი თავსსაფარი), ასევე სხვა პირები, რომლებიც ჩეხეთში იმყოფებოდნენ 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ამრიგად, უცხოელები, რომლებსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ ჩეხეთში, მაგრამ აღწერის დაწყებისთანავე არ იმყოფებიან ჩეხეთში, ან თავშესაფრის მაძიებლები, თუ ისინი ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან შესაბამის დროს, ასევე ვალდებულნი არიან მიიღონ მონაწილეობა მოსახლეობის აღწერაში.
არასრულწლოვნებისთვის ოჯახის სხვა ზრდასრულ წევრს შეუძლია შეავსოს ფორმა.
აღწერაში მონაწილეობა სამართლებრივი ვალდებულებაა. თუ ვინმე არ შეასრულებს ამ ვალდებულებას, შესაძლებელია ის 10 000 კრონით დაჯარიმდეს.