ინდივიდუალური სპორტული აქტიურობის დროს, 2020 წლის 7 აპრილიდან, აღარ მოგიწევთ ნიღბების ტარება. თუმცა, ორმეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულოა.
2020 წლის 14 აპრილიდან გაიხსნება საზღვრები გარკვეული ტიპის გადაუდებელი მგზავრობისათვის, როგორიცაა სამსახურეობრივი მივლინებები და ახლობლების მონახულება. მაგრამ დაბრუნების შემდეგ თქვენ უნდა გაიაროთ 14 დღიანი კარანტინი.
ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვები კვლავ ძალაში რეჩება
2020 წლის 14 მარტიდან საგზაო სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთაც გადაყავთ 9 ადამიანზე მეტი, ეკრძალებათ ჩეხეთის საზღვრის გადაკვეთა. ეს შეზღუდვა ვრცელდება სარკინიგზო გტრანსპორტზეც.