განახლებული 28.06.2020
უცხოელები (მესამე ქვეყნის მოქალაქეები):
- მოკლევადიანი ვიზა დასაქმების მიზნით,
- მოკლევადიანი ვიზა სეზონური სამუშაობისათვის,
- ვიზა სეზონური მუშაობისათვის 90 დღეზე მეტი ხნის ყოფნის ან
- გადაუდებელი სამუშაო ვიზა
რომელთაც ვიზის მოქმედება ამოიწურათ 2020 წლის 12 მარტის შემდეგ, და დამსაქმებელი მათ შრომით ხელშეკრულებას გაუგრძელებს, ან ახალ შრომითი ურთიერთობებას გაუფორმებს, ჩეხეთიდან გამგზავრების ვადა გაგრძელდებათ 2020 წლის 16 სექტემბრამდე; ამასთანავე უხანგრძლივდებათ სამუშაო ნებართვის მოქმედებაც (წყარო…).
გამოქვეყნებული 23.6.2020
ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობამ, მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურ ვითარებიდან გამომდინარე მიიღო ახალი გადაწყვეტილება , ჩეხეთის რესპუბლიკაში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
მოკლევადიანი სამუშაოს ან სეზონური ვიზებისა და სამუშაოს ნებართვისა მქონე, მესამე ქვეყნებიდან უცხოელებს ჩეხეთში ყოფნის უფლების ვადა გაუგრძელდათ 2020 წლის 16 სექტემბრამდე.
უცხოელებმა, რომლებიც ამ პირობებით დროებით ცხოვრობენ ჩეხეთში, აქვენ შრომითი ურთიერთობის ხელშკრულება ჩეხეთში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, უნდა დატოვონ ჩეხეთი არაუგვიანეს 2020 წლის16 სექტემბრისათვის.
სამუშაო ვიზების შემდგომი გახანგრძლივების მიზეზი ამ უცხოელთა წარმოშობის ქვეყნებში, განსაკუთრებით უკრაინაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაა, სადაც ჯერ კიდევ უამრავია ახალი შემთხვევა Covid-19.
ამავდროულად, ეს მუშები ძალიან მნიშვნელოვანია ჩეხეთის დამსაქმებლებისათვის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის, მშენებლობისა და მრეწველობის სეგმენტებში.
დამსაქმებელთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ამავე დროს ჩეხეთის მოსახლეობისთვის ინფექციის რისკის სემსცირების მიზნით, მთავრობამ გადაწყვიტა ჩეხეთის რესპუბლიკაში მუშაობის შესაძლებლობის გაფართოება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან და, შესაბამისად, ინფექციის ნაკლები რისკის მქონენი არიან –
ნათქვამია მთავრობსი გადაწყევტილებაში. წყარო…