განახლებa 20.8.2020
წესებში ახალი ცვლილებები. 1.9.2020-დან ნიღბების ტარებოს აუცილებლობა არაა სავალდებულო საპარიკმახერო სალონებში, მაღაზიებში, რესტორნებში, ფიტნეს ცენტრებში, დახურულ აუზებსა თუ სკოლებში.
17.8.2020
1 სექტემბრიდან კვლავ სავალდებულო ხდება ნიღბების ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურლ შენობებში. მაგალითად, ხალხს მოუწევს მათი ტარება მაღაზიებში ან ოფისებში. ამის შესახებ ორშაბათს ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა განაცხადა.
“2020 წლის 1 სექტემბრიდან ჩვენ შემოგვაქვს ნიღბების სავალდებულო ტარების ვალდებულება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში და საფოსტო დაწესებულებებში, ასევე ყველა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად. ”
კარანტინი შემცირდა 10 დღემდე
ამავდროულად, საკარანტინო პერიოდისა და ინფიცირებულთა სიმპტომების გარეშე ინფიცირების პერიოდი შემცირდება 10 დღემდე.