უცხოელების უმეტესობა, შეიძლება ითქვას 95% (შესაძლოა მეტიც), რომლებიც გრძელვადიანი ვიზებით ცხოვრობენ და მუშაობენ ჩეხეთში და რომლებიც დაზღვეულები არიან ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაზღვევით, ვერ სარგებლობენ ზოგადი პრაქტიკოს ექიმების მომსახურებით. აქედან გამომდინარე ჩვეულებრივი გაციების ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის შემთხვევაშიც, არ იციან როგორ მოიქცნენ და ვის მიამრთონ.
ზოგადი პრაქტიკოს ექიმებთან რეგისტრაციის და შემდგომ მომსახურეობის მთავარი პრობლემა არის ენობრივი ბარიერი. დიდი ალბათობით ეს არის მიზეზი იმისა რომ ექიმებს არ აქვთ სურვილი უცხოელი პაცინეტების მიღებისა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ ექიმის გადატვირთვას პანდემიის გამო, მაგრამ ეს პრობლემას ვერ მოაგვარებს და ეს არის რისკი არა მარტო უცხოელებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.
როცა რეგიონებში მკურნალ ექიმებს ვურეკავ, პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა, რომ გადატვირთვის გამო ახალი პაციენტებს აღარ იღებენ და უმეტესობა სამედიცინო სადაზღვევო კომპანიაში გადამამისამართებს ხოლმე, რაც გამოსავალი არაა, რადგან სადაზღვევო კომპანია დღეს ამ პრობლემას ვერ აგვარებს.
მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ამ საკითხს ვეხები, უპრობლემოდ შეიძლება ითქვას, მხოლოდ ერთხელ მოგვარდა EUC Clinic Pilsen-ში, როდესაც სექტემბერში პაციენტი, წარმოშობით უკრაინელ ექიმთან დავარეგისტრირე, მომავალი წლის იანვრისთვის.
პანდემიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი პრაქტიკოს ექიმების მომსახურეობა. ჩეხეთის ახალმა მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა ისე რომ ექმები რეგიონებში დაავალდებულოს გარკვეული რაოდენიბის უცხოელებსი რეგისტრირებით.
რაც ენობრივ ბარიერს ეხება, ამ პრობლემის გადაწყევტა შესაძლებელია დამსაქმებლების ან დისტანციურად ტელეფონის მეშვეობით. დისტანციურად ტელეფონის მეშვეობით ექიმთან თარჯიმნის მეთოდიკას დიდი ხანია ვიყენებ, რაც საკმაოდ ეფექტურია და რეალურად ყოველთვის მოვაგვარებ ხოლმე ენობრივი ბარიერით გამოწვეულ დაბრკოლებას.
უცხოელებს კი ვინც ჩეხეთში გარკვეული პერიოდი ცხოვრბენ, რა თქმა უნდა მეტი მონდომება მმართბეთ ჩეხური ენის დაუფლებაში.
გიორგი ალანია