6. 5. 2022

ჩეხეთში სამუშაო ვიზა, გრძელვადიანი ცხოვრების უფლებით, რეგისტრაციის ახალი წესები

2022 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, ჩეხეთის საელჩოში რეგისტრაციის ახალი წესები, ლატარიის გათამაშების რეგისტრაციის სისტემა შემოდის.
ამჟამად ივლისი სექტემბრის ჩათვლით 70 ადგილი გათამაშდება.

1) საელჩოში საბუთების მისაღებ რიგის გათამაშების, ანუ სარეგისტრაციო ნომრის გაცემა-რეგისტრაცია განხორციელდება:

  • 13.05.2022 09:00 – 12:00
  • 20.05.2022 09:00 – 12:00
  • 27.05.2022 09:00 – 12:00

2) განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი მინდობილობის საფუძველზე უნდა გამოცხადდეს თბილისში საელჩოში პირადად.
3) განმცხადებელს შეუძლია დარეგისტრირდეს დასაქმებულის ბარათზე მხოლოდ 1 განაცხადის წარდგენის ვადის დადგენის მიზნით.
4) წარმომადგენელს შეუძლია დაარეგისტრიროს მხოლოდ 1 განმცხადებელი.
5) განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს პასპორტი და პირადობის მოწმობა.
6) განმცხადებელი იხდის ადმინისტრაციულ მოსაკრებელს 1000 CZK (ნაღდი ფული ევროში მიმდინარე კურსის მიხედვით). გადასახადი არ ბრუნდება.
7) მოსაკრებლის გადახდით განმცხადებელს ეძლევა საკონტროლო კუპონი (ადმინისტრაციული მოსაკრებლის გადახდის დადასტურება) სერიული ნომრით, რომელიც იქნება გათამაშების საგანი. საფასურის გადახდა არ ნიშანავს საელჩოში საბუთების შტანის ტერმინზე გარანტიას.
8) დარეგისტრირებულ პირებს პირდაპირ არ ეცნობებათ გათამაშების შედეგის შესახებ. ინფორმაცია გათამაშებულია თუ არა გარკვეული კუპონი და პირადი განაცხადის კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება მხოლოდ თბილისის საელჩოს ვებგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 20 ივნისისს.
ამავე დღეს, საელჩო გამოაქვეყნებს საკონტროლო კუპონების სერიულ ნომრებსაც, რომლებიც ვერ მოხვდნენ გათამაშებული განაცხადის შეტანის ვადის თარიღზე.
9) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ გამოცხადდება ამ ფორმით გამოქვეყნებულ ვადაში, ვადა უქმდება.

წყარო: ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო თბილისში

Text Widget

Aliquam erat volutpat. Class aptent taciti sociosqu ad litora torquent per conubia nostra, per inceptos himenaeos. Integer sit amet lacinia turpis. Nunc euismod lacus sit amet purus euismod placerat? Integer gravida imperdiet tincidunt. Vivamus convallis dolor ultricies tellus consequat, in tempor tortor facilisis! Etiam et enim magna.