ჩეხეთში შემოსვლამდე ჩამოსვლის ფორმა უნდა შეავსოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც საზღვარგარეთ დარჩა 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ბოლო 14 დღის განმავლობაში. ვალდებულება ვრცელდება ევროპული და არაევროპული ქვეყნებიდან ჩამოსვლაზე დაბალი, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი ინფექციის რისკის ქვყნებიდან.
შევსების წესები:
- ფორმა უნდა შეავსოს 18 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერმა პირმა
- 6-17 წლის ბავშვები, ფომის შევსებისას შედიან ოჯახის წევრებისათვის განკუთვნილ ველში
- თუ ბავშვი მოგზაურობს 6-17 ოჯახის წევრის გარეშე, მაშინ ის ცალკე ავსებს ფორმას
- ფორმის შევსების ვალდებულება არ ვრცელდება 6 წლამდე ბავშვებზე
ფორმა იპოვით ამ ლინკზე, აქ …
„იმ შემთხვევაში, თუ პირი არ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს დამცავი ღონისძიებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, საკითხი გადაეცემა რეგიონულ ჰიგიენურ სადგურს, რათა განიხილოს ასეთი დარღვევა.
ჰიგიენა აწესებს ჯარიმას 2,000 -დან 20,000 ჩეხური კრონი ჩამოსვლის ფორმის შევსების ვალდებულების, ტესტების გავლისა ან კარანტინის დარღვევისთვის “, – აღნიშნულია პრაღის ჰიგიენის სადგურზე, რომელმაც მხოლოდ წელს ოთხი მილიონზე მეტი კრონის ჯარიმა გამოწერა ამ დარღვევების გამო.
რაც ეხება ტრანზიტს. ტრანზიტი ჩეხეთის გავლით არ უნდა აღემტებოდეს 12 საათს.
ტრანზიტის საჰაერო მიმოსვლისას მხოლოდ აეროპორტის სივრცეში. საზოგადოებრივი ტრანსპორტით PCR ტესტით.
პირადი ავტომობილით მგზავრობისას, გაჩერება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად ბენზინ გასამართ სადგურზე.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩეხეთმა პანდემიის გამო, ევროპის მიღმა რისკის შემცველი ქვეყნებიდან ტურისტული მგზავრობა აკრძალა. გამონაკლისი ჩეხეთში მცხოვრები გრძელვადიანი, მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე და მოქალაქებიის ახლო ნათესავები, მეუხლე, ბავშვები და ახალხან დაუშვეს წლოვანი მშობლები.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე არაა გამორიცხული რომ ზოგიერთი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ტრანზიტიც აიკრძლოს.