ჩეხეთში 31.7.2019 უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით, ახალი კანონის დანამატი შევიდა ძალაში.
უცხოელი რომელსაც სურს სხვა დამსაქმებლთან გადასვლის თაობაზე განცხადების შეტანა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ცვლილების თაობაზე განცხადების გაკეთების უფლება აქვს მხლოდ მოქმედი დასაქმების ბარათის მფლობელს.
- ცვლილების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს არა უგვიანეს 30 დღისა მის მიღებამდე. გადამწყვეტი დღე ითვლება ოფიციალურად ფორმულარში განსაზღვრული დღე.
- სხვა დამსაქმებლთან გადასვლის თაობაზე განცხადების შეტანა შესაძლებელია დასაქმების ბარათის აღებიდან 6 თვის შემდეგ. ეს არ ეხება იმ შემთხვევბს თუ სამუშაო ურთიერთობის შეწყვეტა მოხდა ჩეხეთის შრომის კოდექსის 262/2006 § 52 ა) და ე) ჩათვლით, ან ამავე კოდექსის § 56 პარაგრაფით.
- დამსაქმებლის ან სამუშაოს შეცვლა სხვა დამსაქმებელთან შეუძლებელია, თუ ახალი დამსაქმებელი დასაქმების სააგენტოა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმების სააგენტოდან სხვა დასაქმების სააგენტოში გადასვალა 31.7.2019 აიკრძალა.