ყურადღება!!!
ყველა ტიპის სამუშაო ვიზების გაცემა ხდება მხოლოდ საქართველოში ჩეხეთის საელჩოში.
ჩეხეთის ვიზის გაცემა ასევე შესაძლებელია ქვეყანაში, გრძელვადიანია ან მუდმივი ცხოვრების უფლებით.
არ დაიჯეროთ ინფორმაცია, რომ ჩეხეთში ბიომეტრიული პასპორტით ჩამოსვლის შემდეგ, პოლონური ან სხვა რომელიმე ქვენის სამუშაო ვიზით ლეგალურად შეძლებთ მუშაობას.
(განახლებულია 1.9.2019)
მოკლევადიანი ვიზა
მოკლევადიანი სამუშაო ვიზა გაიცემა 90 დღიანი ვადით, ნებისმიერი 180 დღიანი პერიოდის განმავლობაში. ამ ტიპის ვიზი გაგრძელება არ შეძილება და ეს ვიზები გაიცემა მხოლოდ კონკრეტული დამსაქმებლის სურვილით.
სამუშაო ბარათი
სამუშაო ბარათი არის ჩეხეთის რესპუბლიკაში მუშაობის მიზნით გაცემული გრძელვადიანი ცხოვრების ნებართვის სახე (3 თვეზე მეტი). უცხოელს, რომელსაც აქვს სამუშაო ბარათი, აქვს მუშაობის უფლება იმ ადგილზე რომლისთვისაც გაიცა სამუშაო ბარათი.
დამსაქმებლის შეცვლის შემთხვევაში, შეიცვლება შინაგან საქმეთა სამინისტროს თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული სამუშაო პოზიციაც.
სამუშაო ბარათი ცვლის 90 დღეზე მეტი ვადით დასაქმების მიზნით გაცემულ ვიზას. ბარათი გაიცემა არა უმეტეს 2 წლის ვადით. სამუშაო ბარათის განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების პერიოდი 60 დღეა, 90 დღე განსაკუთრებულ რთულ შემთხვევებში.
სამუშაო კარტის, ანუ გრძელვადიანი საცხოვრებელი ვიზის თაობაზე განცხადების შეტანის უფლება გაქვთ ჩეხეთის საელჩოში, ქვეყანაში სადინაც წარმოშიბით ხართ და სადაც იქნა გაცემული თქვნი უცხოეთის პასპორტი, ან ქვეყანაში სადაც გაქვთ გრძელვადიანი ან მუდმივი ცხოვრების უფლება (ინფო ჩეხეთის შსს…)