აგვისტოს დასაწყისში, ჩეხეთის საელჩო თბილისში, განაახლებს რიგის გათამაშების ბოლეთების მომდვნო და ამ წლის ბოლო 65 ადგილის გაყიდვას.
ვინც გათამაშებით რიგში გავა, შეუძლია დანიშნულ დღეს ვიზაზე საბუთების შეტანა.
რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადრება. ჩეხეთში რომელი ფირმისგან აპირებთ ხელშეკრულების წარდგენას აღნიშნულ ვიზაზე.
ეს განსაკუთრებით იმათ ეხება, ვინც მომავალში, ვიზის მიღების შემთხვევაში, თან ოჯახის წაყვანს გეგმავს. ამ შემთხვევაში აუცილებლია იცოდეთ ის, თუ ოფიციალურად რა ხელფასი გექნებათ.
ჩეხეთი როგოც წესი დასაწყისში, ხელშეკრებულებაში წერენ კანონით მოცემულ მინიმალურ ხელფას და შემდგომაც ამ მინიმალურს ტოვებენ, თუმცა სინამდვილეში ხელფასი მეტია.
ასეთ ფირმებთან მუშაობის შემთხვევაში გაგიჭირდებთ საცხოვრებელი მინიმუმის ჩვენება, რაც ოჯახის შეერთების შემთხვევაში გადაულახავი წინაღობვაა.
ინფორმაციისათვის, ჩეხეთის ორწლიანი სამუშაო ვიზა, არის ერთ-ერთი ლეგალური შანსი ევროპაში მუდმივად დარჩენისა.
საელჩოში გათამაშების რიგის ყიდვის დღეები:
05.08.2022 – 09:00 – 12:00
12.08.2022 – 09:00 – 12:00
19.08.2022 – 09:00 – 12:00
თან უნდა იქონიოთ საზღვარგრეთის პასპორტი და პირადობის მოწმობა.