11. 3. 2023

როგორ უნდა დატოვონ ჩეხეთი (ევროპა) არალეგალურად მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა

შარშან და წელს უკვე რამოდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც პრაღის აეროპორტში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქე საპასპორტო კონტროლისას დააკავეს და სანამ დეპორტი გაუფორმეს, თვითმფრინავი გაფრინდა, რითაც დაიკარგა ბილეთი.
ბილეთის აღდგენის, შეცვლისა თუ თანხის დაბრუნების მიზნით, უცხოურ ავიაკომპანიებთან კომუნიკაცია როგორც წესი, ფაქტობრივად შეუძლებელია.

ამის გამო, თუ ჩეხეთში ან ევროპის სხვა რომელიმე ქვეყნაში არალეგალურად იმყოფებით და აპირებთ საქართველოში დაბრუნებას, სანამ აეროპორტში მიხვალთ, ერთი ან ორი დღით ადრე გააფორმეთ დეპორტი, სხვა საშუალება არ არსებობს.
სამაგისოდ ჩეხეთში შეგიძლიათ მიმართოდ უცხოეთის პოლიციას, ან თვით რომელიმე პოლიციის განყოფილებას. შედგება აქტი და უცხოეთის პოლიცია გაგააფორმებს დეპორტს. როგოც წესი 10 დღეს იძლევიან ქვეყნის დატოვებისათვის. გადასახდელი იქნება ჯარიმაც 5000 ჩეხური კრონი.
ანუ ამით ფაქტობრივად აკეთებთ ლეგალიზაციას და უკვე გადაფრენისას აეროპორტში, საპასპორტო კონტროლი უპრობლემოდ გაგატარებთ.

Text Widget

Aliquam erat volutpat. Class aptent taciti sociosqu ad litora torquent per conubia nostra, per inceptos himenaeos. Integer sit amet lacinia turpis. Nunc euismod lacus sit amet purus euismod placerat? Integer gravida imperdiet tincidunt. Vivamus convallis dolor ultricies tellus consequat, in tempor tortor facilisis! Etiam et enim magna.