11. 6. 2021

სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე მყოფ უცხოელებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვაქცინაციაზე

განახლებულია 11.10.2021
ჩეხეთის რესპუბლიკაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისათვის ვაქცინის ღირებულებას ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გადაიხდის.
უცხოელები გადაიხდიან მხოლოდ აცრის შესრულების საფასურს.

მოკლევადიან (90 დღემდე) სამუშაო ვიზებით მცხოვრები უცხოელები, რომლებიც დაზღვეულები არიან, ვაქცინაცია ჩაუტარდებათ უფასოდ და ეს აცრის შესრულების ჩათვლით.

განახლება 27.10.2021
სამთვიანი სამუშაო ვიზის მქონე უცხოელებს, რომლებიც იმყოფებიან ჩეხეთის რესპუბლიკაში მოკლევადიანი სამუშაო ვიზით (90 დღემდე) შეუძლიათ აიცრან როგორ თვითგადამხდელები.
ეს ინფორმაცია დადასტურებულია პილზენის რეგიონში, კომირნატის ვაქცინაში Comirnaty (Pfizer, BioNTech). დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ მონაცემები ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით. დასაწყისისთვის, მხოლოდ პილზენის რეგიონი.
შესაძლებელია სხვა რეგიონებიც, მაგრამ გარანტირებული ინფორმაცია იქ არ გვაქვს.
ფასი თვითგადახდისთვის
ერთი დოზის მაქსიმალური ფასი არ აღემატება 810 CZK, ანუ 1620 CZK ორივე დოზისთვის.
Ბმული…

პარასკევს, ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ვაქცინაციის რეგისტრაციას უცხოელებისათვის, ვისაც არ აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაზღვევა ჩეხეთში ან ევროკავშირში, მაგრამ დიდი ხანია ცხოვრობს ჩეხეთში.

უცხოელები (ევროკავშირიდან ან მესამე ქვეყნებიდან), რომელთაც გრძელვადიანი ცხოვრების უფლება აქვთ ჩეხეთში (90 დღეზე მეტი) – კონკრეტულად შემდეგი ადამიანების ჯგუფი:

  • უცხოელი, რომელსაც აქვს მოქმედი გრძელვადიანი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა ჩეხეთის რესპუბლიკაში
  • უცხოელი მოქმედი გრძელვადიანი ვიზით
  • ევროკავშირის მოქალაქის ოჯახის წევრი ჩეხეთში დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვით
  • ევროკავშირის მოქალაქე დროებითი ბინადრობის მოწმობით ან ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობის ნებართვით

დაჯავშნის სისტემა მათ შესთავაზებს ვაქცინაციის სპეციალურ ადგილებს, სადაც იქნება უცხო ენაზე მოსაუბრე პერსონალი. თითოეულ რეგიონში მინიმუმ ერთი ვაქცინაციის ადგილი დაეთმობა უცხოელებს, რომლებიც აიცრებიან Comirnaty – Pfizer და BioNTech ვაქცინით. ერთი დოზის ფასი არ აღემატება 810 Kč (კრონს). ვაქცინაციის საფასურის გადახდა შესაძლეებლი იქნება ვაქცინის მიღების ადგილზე.

“ჩვენ ვაქცინებს ვაწვდით ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფს. მაგალითად, მესამე ქვეყნების უცხოელები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ და მუშაობენ ჩეხეთში, მაგრამ ჯანმრთელობის დაზღვევის საფასურს იხდიან თავიანთ ქვეყნაში” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ვოიტეხმა.

ჯანდაცვის დაზღვევის გარეშე, უცხოელებსიათვის ვაქცინაციაზე რეგისტრაცია გასავლელად შესავსები ფორმა ლინკზე: https://registrace.mzcr.cz/samoplatci.

იმ უცხოელებისთვის, რომლებიც დაზღვეულები არიან ჩეხეთის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო სისტემაში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, ვაქცინაციას იხდის სადაზღვევო კომპანია. რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე: https://registrace.mzcr.cz

ვაქცინაციის სერთიფიკატი ან ევროკავშირის Covid პასპორტი შეგიძლიათ მიიღოთ ocko.uzis.cz პორტალზე. უბრალოდ შეიყვანეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და დაბადების თარიღი. 1 ივლისიდან ევროკავშირის Covid სერთიფიკატი / პასპორტი იქნება მოგზაურობის ნებართვა, ევროკავშირში უფასო მოგზაურობისთვის.

მჭირდება დახმარება ვაქცინაციის რეგისტრაციაზე

ვაქცინაციის რეგისტრაციისას პრობლემების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, დაგეხმარებით რეგისტრაციაში.
საკმარისია გამოაგზავნოთ თქვენი სახელი, ტელეფონი და E-mail, ჩვენ დაგიკავშირდებით.





    ფორმის წარდგენით, ვეთანხმები პერსონალური მონაცემების დამუშავებას. (ინფორმაცია)*

    Text Widget

    Aliquam erat volutpat. Class aptent taciti sociosqu ad litora torquent per conubia nostra, per inceptos himenaeos. Integer sit amet lacinia turpis. Nunc euismod lacus sit amet purus euismod placerat? Integer gravida imperdiet tincidunt. Vivamus convallis dolor ultricies tellus consequat, in tempor tortor facilisis! Etiam et enim magna.